ალტერბრიჯსა და ყაზახეთის საჯარო სამსახურის ბიუროს შორის მემორანდუმი გაფორმდა
2022 წლის 22 ივნისს, უნივესიტეტ ალტერბრიჯსა და ყაზახეთის საჯარო სამსახურის ბიუროს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
აღნიშნული მემორანდუმი მიზნად ისახავს ალტერბრიჯის ჩართულობას საერთაშორისო მასშტაბის პროექტებში, რაც, ამავდროულად, პრიორიტეტულია ჩვენი სტუდენტების კარიერული განვითარებისთვისა და მათი საქმიანობის სწორად წარმართვაში, საჯარო თუ კერძო უწყებებში დასაქმებისას.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტ ალტერბრიჯის რექტორმა – ნათია გოცაძემ და ასტანას საჯარო სამსახურის ჰაბის ხელმძღვანელმა – ალიხან ბაიმენოვმა.
უნივერსიტეტი ალტერბრიჯი მუდამ მზად არის, შექმნას ისეთი მოქნილი პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ალტერბრიჯის ჩართულობას მნიშვნელოვან ღონისძიებებსა და პროექტებში.