ალტერბრიჯს, გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტსა და ჩინეთის საერთაშორისო ჯგუფს, შორის სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
28 ივნისს, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ ალტერბრიჯს, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფსა და გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტს შორის გაფორმდა სამმხრივი #ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მხარეთა უმთავრეს მიზანს წარმოადგენს, განათლების გავრცელების ხელშეწყობის მიზნით, ერთობლივი აკადემიური და კვლევითი პროექტების ორგანიზება.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტ #ალტერბრიჯის რექტორმა – ნათია გოცაძემ, #ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის დამფუძნებელმა – წენგჭუნგ ქუანგმა და გურამ #თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის კანცლერმა – ელი ელისაშვილმა.
აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებისა და სემინარების ორგანიზება, სადაც აქტიურად ჩაერთვებიან ალტერბრიჯის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი.