ინფორმაცია აკადემიურ თანამდებობებზე ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ
ინფორმაცია აკადემიურ თანამდებობებზე ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ
შპს მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი“, მართვისა და კომუნიკაციის ფაკულტეტზე აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ ვაკანსიებზე – პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი, დასაკავებლად მიმართულებების მიხედვით:
მიმართულება მასკომუნიკაცია/ჟურნალისტიკა:
- ასოცირებული პროფესორი – ორი ვაკანსია;
- ასისტენტ-პროფესორი – სამი ვაკანსია;
- ასისტენტი – სამი ვაკანსია.
მიმართულება ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი):
- ასოცირებული პროფესორი – ორი ვაკანსია;
- ასისტენტ-პროფესორი-ოთხი ვაკანსია;
- ასისტენტი-ოთხი ვაკანსია;
მიმართულება ფსიქოლოგია:
- პროფესორი – ერთი ვაკანსია;
- ასოცირებული პროფესორი – ორი ვაკანსია;
- ასისტენტ-პროფესორი – სამი ვაკანსია;
- ასისტენტი – ორი ვაკანსია.
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკონკურსო მოთხოვნებს:
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
- აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
- აქტუალური სამეცნიერო პუბლიკაციები – კონკურსანტის მიერ არჩეული შესაბამისი დარგის თემატიკით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში შესრულებული და გამოქვეყნებული არანაკლებ ორი სამეცნიერო ნაშრომი/პუბლიკაცია.
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
- აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
- აქტუალური სამეცნიერო პუბლიკაციები – კონკურსანტის მიერ არჩეული შესაბამისი დარგის თემატიკით – უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში შესრულებული არანაკლებ ერთი სამეცნიერო ნაშრომი/პუბლიკაცია.
ასისტენტ-პროფესორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- გააჩნდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- სამეცნიერო-კვლევით სფეროში მუშაობის გამოცდილება.
ასისტენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- დოქტორანტის აქტიური სტატუსი.
პროფესიული ნიშნით აკადემიურ თანამდებობაზე შერჩევის კრიტერიუმებია:
- ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე);
- შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
- აკადემიური საქმიანობის ხედვა.
- ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობისთვის:
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე);
- შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
- აკადემიური საქმიანობის ხედვა.
- ასისტენტის აკადემიური თანამდებობისთვის:
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე);
კონკურსანტებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის ფლობა B2 დონეზე.
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (როგორც ელექნტრონულად ასევე, ბეჭდური სახით) (იხ. დანართი N1);
- კონურსანტის ანკეტა ქართულ ენაზე (როგორც ელექნტრონულად ასევე, ბეჭდური სახით) (იხ. დანართი N2);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- 3×4 ზომის 2 ც. ფოტო;
- ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი (უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
- პედაგოგიური/ სამეცნიერო/ პროფესიული საქმიანობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ბ)ი (შესაძლოა წარმოდგენილი იყოს შრომის წიგნაკის ჩანაწერების სახით);
- საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი დარგის სასწავლო კურსის სილაბუსი /სილაბუსები/ (ელექტრონული და ბეჭდური ფორმით);
- უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული შრომების ნუსხა, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები, სტატიები გამოცემული სახით ან ასლები;
- ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია, რაც კონკურსანტს მისცემს საშუალებას დამატებითი კრიტერიუმებით შეფასდეს, მიღებული ჯილდოების დამატასტურებელი დოკუმენტები, სერტიფიკატები და სხვა.
- ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ” შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა”.
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2021 წლის 16 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით.
- კონკურსის პირველი ეტაპი (საბუთების გადარჩევა) ჩატარდება 2021 წლის 28 მაისი;
- კონკურსის მეორე ეტაპი (საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტების გასაუბრება) ჩატარდება 2021 წლის 31 მაისი;
- კონკურსანტების ტესტირება ინგლისურ ენაში (მათთვის ვისაც ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვთ) 2021 წლის 02 ივნისი;
- კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2021 წლის 07 ივნისი.
საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისთვის
განცხადების მიღება წარმოებს ელექტრონულად:
ელ. ფოსტა: info@alterbridge.edu.ge
საკონტაქტო ნომერი: +995 555 554 093