ალტერბრიჯი აცხადებს ესეების კონკურსს დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის
მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი ალტერბრიჯი აცხადებს ესეების კონკურსს დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის.
კონკურსის თემატიკა:
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. შემოგვთავაზეთ ნამუშევრები თემაზე დამოუკიდებლობა და თავისუფლება.
ესსეს სათაური: “რას ნიშნავს ჩემთვის ვიყო დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქე?!”.
ვის შეუძლია მონაწილეობა:
მე-10, მე-11, მე-12 კლასის ნებისმიერ მოსწავლეს მთელი საქართველოს მასშტაბით.
სპეციფიკაცია:
ესსეს შესრულების ენა: ქართული
სიტყვების რაოდენობა : 600 – 800
ნამუშევარი უნდა შესრულდეს ელექტრონულად, MS Word-ში, კონვერტირებული PDF ფორმატში.
1 აპლიკანტს აქვს მხოლოდ 1 ესეს წარდგენის უფლება.
თქვენს მიერ შესრულებული ნამუშევარი უნდა გადმოაგზავნოთ ელ.ფოსტის მისამართზე: contact@alterbridge.org.ge
განაცხადს გთხოვთ დაურთოთ: სახელი, გვარი, სკოლა, ელ.ფოსტის მისამართი და საკონტაქტო ნომერი.
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 24 მაისი.
26 მაისს, უნივერსიტეტ ალტერბრიჯის აკადემიური პერსონალისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს გამარჯვებულს და გადასცემს სპეციალურ პრიზს.
და შენთვის რას ნიშნავს დამოუკიდებლობა?! #26მაისი