შეხვედრა სტუდენტებთან პირველი სასწავლო კვირის შემდეგ
შეხვედრა უნივერსიტეტ ალტერბრიჯის პირველკურსელებთან
2021 წლის 7 ოქტომბერს, უნივერსიტეტ ალტერბრიჯის პირველკურსელებთან ჩატარდა საინფორმაციო ტიპის შეხვედრა. შეხვედრას უძღვებოდა უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელი – მარიამ დარბაიძე. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს გაესაუბრნენ აბიტურიენტებთან და სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის და მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენლები. სტუდენტებმა ადმინისტრაციის წარმომადგენლებს გაუზიარეს საკუთარი შთაბეჭდილება და შეხედულებები პირველ სასწავლო კვირასთან დაკავშირებით.
ფოკუს ჯგუფის გამოკითხვის ფარგლებში გამოიკვეთა სტუდენტთა ხედვები უნივერსიტეტის სასწავლო პროცესისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ. გარდა ამისა, ალტერბრიჯის პირველკურსელბმა გამოთქვეს სურვილი ლოკალური და საერთაშორისო პროექტების, სტუდენტური კლუბებისა და აქტივობების ორგანიზების შესახებ.