ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციასა და ალტერბრიჯს შორის
თანამშრომლობა ახალი საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში
მიმდინარე პერიოდში ალტერბრიჯის გუნდი აქტიურად მუშაობს საბაკალავრო საფეხურზე კიდევ ორი ახალი პროგრამის შესაქმნელად. აკრედიტაციისათვის მზადდება საგანმანათლებლო პროგრამები ფსიქოლოგიის და მასკომუნიკაციის მიმართულებით. პარალელურად იზრდება ალტერბრიჯის პარტნიორი ორგანიზაციების რიცხვი. მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია როგორც პროგრამის შემუშავების, ასევე სასწავლო პროცესში სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების გასაზიარებლად.
2021 წლის 12 ოქტომბერს, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ალტერბრიჯსა და პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციას შორის. პარტნიორობა მოიცავს ფსიქოლოგიის როლის გაძლიერებას მართვისა და კომუნიკაციის სფეროში, ერთობლივი პროექტების ინიცირებას პიროვნული განვითარებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გასამყარებლად და პირად/საქმიან ურთიერთობებში ფსიქოლოგიური ასპექტების გამოსაყენებლად.