ალტერბრიჯსა და მწვანე სახლს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ალტერბრიჯსა და ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრ “მწვანე სახლს” შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები უზრუნველყოფენ ერთობლივ პროექტებს, კონფერენციებს, მასტერკლასებსა და სხვა აქტივობებს.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ალტერბრიჯი გეგმავს ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დადგენილი წესით განხორციელებას, რომლის პრაქტიკული კომპონენტის ერთ-ერთი განმახორციელებელი, სწორედ ,,მწვანე სახლი” იქნება.