Erasmus+ Italy “Mind Your ROOTS” – საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა ალტერბრიჯის სტუდენტებისთვის
Erasmus+ იტალია – “Mind Your ROOTS” საერთაშორისო პროგრამა ალტერბრიჯელებისთვის!
ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია, ProActive Group Georgia ალტერბრიჯის სტუდენტებს სთავაზობს ახალ #პროაქტიულ გამოწვევას.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ალტერბრიჯის შერჩეული სტუდენტი გაემგზავრება იტალიაში და მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო დონის ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში!
პროექტი დაგეგმილია 16-24 მაისს.
- ლოკაცია: იტალია, ნეაპოლი
- ასაკი: 18-29 წელი
პროექტი ძირითადად მოიცავს შემდეგ თემებს:
- არაფორმალური განათლება
- კულტურული განსხვავებულობა
- ტოლერანტობა
- ინტეგრაცია
- საერთო ევროპული ღირებულებები.
შერჩეული მონაწილეები სრულად უნდა იყვნენ ვაქცინირებულები: Moderna, Pfizer, Astra Zeneca, Johnson & Johnson ან პროექტის დაწყებამდე, 6 თვის მანძილზე უნდა ჰქონდეთ გადატანილი ვირუსი.
პროექტი არის სრულად დაფინანსებული Erasmus-ის მიერ!