მასტერკლასი უნივერსიტეტ ალტერბრიჯში “მეტი ევროპა, მეტი შესაძლებლობებისთვის”
მეტი ევროპა, მეტი შესაძლებლობებისთვის
2022 წლის 26 მარტს უნივერსიტეტ ალტერბრიჯში „EU4Youth Alumni Network“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა მასტერკლასი:
მეტი ევროპა, მეტი შესაძლებლობებისთვის!
მასტერკლასის ფარგლებში, სტუდენტებს და აბიტურიენტებს შეხვდნენ Erasmus+ ახალგაზრდული და სასწავლო პროექტების ბენეფიციარი/სერტიფიცირებული ტრენერი – გიორგი აგირბაია და ალტერბრიჯის კორპორატიული კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი სოფო ქვარცხავა. ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ, ადგილობრივ/ საერთაშორისო პროექტებზე.
ალტერბრიჯის სივრცეში შეკრებილმა მონაწილეებმა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, სოფო ქვარცხავას ხელმძღვანელობით, აქტიურად განიხილეს უნივერსიტეტის მრავალფეროვანი შესაძლებლობები და გლობალური კონკურენციის გამოწვევები საგანმანათლებლო სივრცეში.
მათ შორის Erasmus+ სრულიად დაფინანსებულ სასწავლო/მოხალისეობრივ პროექტებზე.
პროექტის პარტნიორები : @უნივერსიტეტი ალტერბრიჯი @ProActive Group Georgia, @Space for Education and Development