ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრი ალტერბრიჯში
Alterbridge-ში ესპანური ენის ონლაინ კურსი იწყება! ალტერბრიჯის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრი „იბერია” ალტერბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს სთავაზობს:
ესპანური ენის ონლაინ კურსს (A1, A2, B1, B2, C1, C2 დონე).
Dele-ს მოსამზადებელ ონლაინ კურსს.
კურსის ხანგრძლივობა 6 თვე (დარეგისტრირებული მსმენლის მიერ შერჩეული პროგრამის მიხედვით).
კურსები გაიმართება როგორც ონლაინ, ასევე დასწრებითი ლექციების სახით. კვირაში ორჯერ (ხანგრძლივობა 1 საათი). სტუდენტთა რაოდენობა თითოეულ ჯგუფში: 8-15 მსმენელი. კურსს გაუძღვება როგორც ქართველი, ასევე ესპანელი პედაგოგები (არჩევითი).
ალტერბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და წარმომადგენლებისთვის მოქმედებს სპეციალური შეთავაზება – კურსის ღირებულება თვეში 65 ლარი. სხვა დანარჩენ მსურველთათვის -125 ლარი. აღსანიშნავია, რომ თითოეული სასწავლო დონიდან საუკეთესო სტუდენტი, რომელსაც ლექტორის რეკომენდაციის გათვალისწინებით თავად ცენტრი შეარჩევს, 1 კვირით ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაემგზავრება. ესპანეთში ყოფნის ხარჯებს, ტრანსპორტირების საფასურის გარდა, ფარავს ცენტრი „იბერია“.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: რეგისტრაცია
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: + 995 568 618 086