უნივერსიტეტი ალტერბრიჯი შეუერთდა ცესკოს, სწავლების ცენტრსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გაფორმებულ მემორანდუმს
მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ უნივერსიტეტი ალტერბრიჯი ცესკოს, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის არსებულ მემორანდუმს შეუერთდა.
მემორანდუმი არჩევნების საჯაროობისა და საარჩევნო პროცესის საინფორმაციო უზრუნველყოფის საკითხებზე საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის ინტენსიური სასწავლო პროგრამის განხორციელებას ითვალისწინებს და 2010 წლიდან მოქმედებს. ცესკოს, სწავლების ცენტრისა და უნივერსიტეტ ალტერბრიჯის ხელმძღვანელებმა მემორანდუმს ხელი დღეს პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრის ფარგლებში მოაწერეს.
მემორანდუმი საშუალებას მოგვცემს, მასკომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს ,,საარჩევნო პროცესების საინფორმაციო უზრუნველყოფის” სასწავლო კურსი შევთავაზოთ.
მემორანდუმის ფარგლებში, გარდა აღნიშნული აქტივობებისა, სხვა ერთობლივი პროექტების განხორციელებაც იგეგმება.