ალტერბრიჯის მაგისტრანტი „მურსიის სტუდენტურ ფესტივალზე“ ესპანეთში
ალტერბრიჯის მაგისტრანტი „მურსიის სტუდენტურ ფესტივალზე“ ესპანეთში
როგორც თქვენთვის ცნობილია, უნივერსიტეტი ალტერბრიჯი და ესპანური ცენტრი „იბერია“ რამოდენიმე თვეა, რაც დამეგობრდნენ.
ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, ალტერბრიჯის სამაგისტრო საფეხურის სრტუდენტმა – თამთა ბარბაქაძემ წარმატებით გაიარა ესპანური ენის კურსი და ჩაერთო საერთაშორისო პროექტში, რომელიც ესპანეთში გაიმართება.
თამთა 14 მარტს გაემგზავრა ესპანეთში და მონაწილეობას მიიღებს მურსიის სტუდენტური ფესტივალის ორგანიზებაში. აღნიშნულ პროექტში ჩართული არიან სტუდენტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან.
უნივერსიტეტი ალტერბრიჯი წარმატებებს უსურვებს ჩვენს მაგისტრანტს საინტერესო პროექტში!