აკადემიური კეთილსინდისიერება – პლატფორმა “ORIGINAL”-ის პრეზენტაცია
მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ ალტერბრიჯის ორგანიზებით, შაბათს, 19 მარტს, 16:00 საათზე გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ალტერბრიჯის სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია პლაგიატისა და მისი არსის შესახებ. ასევე სტუდენტებს გააცნეს პლაგიატის აღმომჩენი პროგრამა „ORIGINAL” და მისი გამოყენების საშუალება.
შეხვედრაზე განიხილეს თუ რას ნიშნავს აკადემიური კეთილსინდისიერება და ასევე, როგორია პლაგიატის აღმომჩენი პროგრამის მუშაობის სპეციფიკა, როგორ ხდება ნაშრომის შემოწმება ტექნიკურად პროგრამაში და, კონკრეტულად, რა კრიტერიუმები უნდა დაიცვას სტუდენტმა იმისათვის, რომ ნაშრომში არ ფიქსირდებოდეს პლაგიატის შემთხვევა.
აკადემიური კეთილსინდისიერების შესახებ ისაუბრა ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა – მარიამ დარბაიძემ. პროგრამის მუშაობის პრინციპებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია სტუდენტებს მიაწოდა ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა – თეო პაპიაშვილმა.