ალტერბრიჯის წარდგენა & 2022 წლის მიღწევათა ანგარიში
2022 წლის 13 დეკემებრს, უნივერსიტეტ ალტერბრიჯის ვიცე რექტორი, პროფესორი მაკო ჯაოშვილი და კვლევითი საქმიანობის სპეციალისტი ანა წიკლაური მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მიერ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის გამართულ რიგით მეხუთე შეხვედრაში თემაზე – „წლის საუკეთესო მიღწევა – 2022“, რომელიც ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
მაკო ჯაოშვილმა დამსწრე აუდიტორიას მოკლედ გააცნო ალტერბრიჯის განვითარების ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპები და წარადგინა 2022 წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენათა შორის ერთერთი გამორჩეული – შტაინბაისის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესისა და მეწარმეობის სკოლასთან თანამშრომლობის დაწყება, რაც მოიცავს ერთი მხრივ, სამაგისტრო პროგრამის – “Master of Art in General Management” ერთობლივად განხორციელების ინიცირებას, მეორე მხრივ, საერთო ხედვაზე დაყრდნობით, ლიდერული მოდელის ინტეგრირებას სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამაში და პრაქტიკის სასწავლო კურსში ე.წ. დუალური მიდგომის გაძლიერებას.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში გამოიკვეთა რამდენიმე სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებასთან კოლაბორაციის შესაძლებლობა ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი პროექტების განსახორციელებლად.