ალტერბრიჯის მასტერკლასი “მე მომავალი ფსიქოლოგი”
14 დეკემბერს, უნივერსიტეტ ალტერბრიჯში გაიმართა მასტერკლასი აბიტურიენტებისთვის: „მე – მომავალი ფსიქოლოგი“
შეხვედრაზე აბიტურიენტებს არაერთი სიუპრიზი დახვდათ, თითოეულ მსმენელს გადაეცა საჩუქრები, სერტიფიკატი და მთავარი პრიზი, 25%-იანი სასწავლო ალტერგრანტი!
ალტერბრიჯი მუდმივად ზრუნავს აბიტურიენტებზე და ეხმარება მათ პროფესიის სწორად დაგეგმვასა და არჩევაში. მასტერკლასს უძღვებოდა ალტერბრიჯის ფსიქოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი – სოსო დოლიძე და უნივერსიტეტის რექტორი, ნათია გოცაძე.
შეხვედრაზე სტუმრებმა მიიღეს ამომწურავი პასუხი იმაზე, თუ რატომ უნდა გახდნენ ფსიქოლოგები და რა უნარ-ჩვევები სჭირდება ადამიანს, რომელსაც სურს ამ მიმართულებით სწავლა?!