პროფესიები საჯარო სამსახურში – კვლევის შედეგების წარდგენა
2022 წლის 30 ნოემბერს, უნივერსიტეტმა ალტერბრიჯმა უმასპინძლა GIZ-ის ორგანიზებით განხორციელებული მასშტაბური კვლევის შედეგების გაცნობით ღონისძიებას. დისკუსიის მოდერაციას წარუძღვა ალტერბრიჯის კვლევითი საქმიანობის ცენტრის ხელმძღვანელი – მაკო ჯაოშვილი.
გერმანიის საელჩოს წარმომადგენელმა, ლიდია კრისტმანმა, მონაწილეობა მიიღო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ორგანიზებით, პარტნიორებისთვის გამართულ, მრგვალი მაგიდის განხილვებში, თემაზე „პროფესიები საჯარო სამსახურში“.
მან წარადგინა ალტერბრიჯის რექტორის – ნათია გოცაძის ავტორობით, კვლევით ცენტრთან ერთობლივად მომზადებული შრომისა და განათლების ადგილობრივი და რეგიონული ბაზრის ფართო მასშტაბური კვლევის ანგარიში – „დასაქმების ბაზრის გამოწვევები და აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამები კარგ მმართველობაში“