ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი – ალტერბრიჯი და HRM სააგენტო Hiro
2022 წლის 19 დეკემბერს Hiro-სა და უნივერსიტეტ ალტერბრიჯს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერა HRM სააგენტო Hiro-ს ხელმძღვანელმა – მარი მეტონიძემ და ალტერბრიჯის ვიცე რექტორმა – მაკო ჯაოშვილმა.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა სახის პროექტსა და ღონისძიებაში სტუდენტების აქტიურ მონაწილეობაზე.
მემორანდუმის უმთავრესი მიზანია ორ მხარეს შორის საერთო პერსპექტივების განსაზღვრა და განვითარება.