უნივერსიტეტ ალტერბრიჯის ვიზიტი სკოლებში
2022 წლის 13 მაისს უნივერსიტეტი ალტერბრიჯის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენლები – გვანცა გილაური და ნინო გოგინავა შეხვდნენ ქალაქ თბილისის 55-ე საჯარო სკოლისა და კერძო სკოლა “ჯეჯილის” დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს.
უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა აბიტურიენტებს წარუდგინეს „ალტერბრიჯის“ საგანმანათლებლო პროგრამები და გააცნეს სპეციალურად მათთვის არსებული შეთავაზებები.
აღსანიშნავია, რომ წელს უნივერსიტეტი ალტერბრიჯი აბიტურიენტებს აძლევს სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას, რომლის ფარგლებშიც – უნივერსიტეტი ალტერბრიჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის, ასევე ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა ფინანსდება 50%-ით, ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამაზე კი აბიტურიენტები მიიღებენ 30%-იან ალტერგრანტს.
უახლოეს პერიოდში ალტერბრიჯი გეგმავს ვიზიტს თბილისის სხვადასხვა კერძო და საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან.