ესეების კონკურსი სკოლის მოსწავლეთათვის
AIESEC საქართველოსა და უნივერსიტეტ ალტერბრიჯის ერთობლივი ინიციატივით 8 მაისს დასრულდა ესეების მიღება კონკურსისთვის, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ 16-18 წლის მოტივირებული ახალგაზრდები, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ მსოფლიოს დღის წესრიგის სათავეში მდგომი გამოწვევებით. კონკურსის მონაწილეებმა წარადგინეს ესეები შემდეგ თემებზე:
“Choose one of the United Nations Sustainable Development Goals from the list and talk about its importance. Why do you think is it relevant? How would you approach the problem? Write about the situation concerning this problem in your home country.”
SDG 4 – Quality Education
SDG 5 – Gender Equality
SDG 8 – Decent Work and Economic Growth
SDG 10 – Reduced Inequality
SDG 12 – Responsible Consumption and Production
კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა მოხდა თბილისის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, სადაც მონაწილეებს გადაეცათ სხვადასხვა სახის პრიზები, როგორიცაა აისეკ საქართველოს მოხალისეობრივი გაცვლითი პროექტის ვაუჩერები და ასევე, ალტერბრიჯის უნივერსიტეტმა თავის რჩეულ ხუთ მონაწილეს სხვა საჩუქრებთან ერთად, გადასცა 50%-იანი დაფინანსების სასწავლო ვაუჩერი, რომლის გამოყენებასაც აბიტურიენტები შეძლებენ სასურველ პროგრამაზე.
ღონისძიების ფარგლებში, ალტერბრიჯის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტისა და საბაკალავრო პროგრამების შესახებ. ყველა მონაწილეს გადაეცა ორენოვანი სერტიფიკატი და სხვადასხვა სიმბოლური საჩუქრები.