დისკუსია: „მომავლის პროფესიები, რატომ PR“
2022 წლის 3 მაისს, უნივერსიტეტ ალტერბრიჯისა და PR ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა სადისკუსიო ფორმატის ღონისძიება PR ასოციაციის შეხვედრათა სერიიდან: „მომავლის პროფესიები, რატომ PR“
შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო პანელ-დისკუსიას: „საზოგადოებასთან ურთიერთობის სწავლების სპეციფიკა – ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება”.
დისკუსიის მონაწილეები:
- კახა მაღრაძე – საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი, ილიაუნის ლექტორი;
- ნატა ასათიანი – ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოც. პროფესორი;
- ნათია გოცაძე – ალტერბრიჯის დამფუძნებელი და რექტორი, საჯარო მმართველობის დოქტორი, პროფესორი;
დისკუსიის ფასილიტატორი:
- მაკო ჯაოშვილი, PR ასოციაციის პრეზიდენტი, უმაღლესი აკადემიური პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი
სადისკუსიო თემა შეეხებოდა შემდეგ საკითხებს:
- რა კრიტერიუმებით / საზომით გამოირჩევა PR-ის თანამედროვე მიდგომები
- რომელი უნარების ნაკრებით ფასდება PR-პროფესიონალის კვალიფიკაცია
- როგორ ხორციელდება საზოგადოებასთან ურთიერთობის / სტრატეგიული კომუნიკაციის სწავლება აკადემიურ სივრცეში (ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება)
- რამდენად არიან ჩართული დარგის პროფესიონალები, აკადემიური პერსონალი და ახალგაზრდა მკვლევრები სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით სამეცნიერო-კვლევით პროცესებში
პანელ-დისკუსიის შემდეგ გაიმართა მსჯელობა, რაც ხელს შეუწყობს სტრატეგიული კომუნიკაციის შესახებ ცოდნის გავრცელებას ფართო საზოგადოებაში.
ღონისძიების დასასრულს, შეკრებილმა აუდიტორიამ თავისი ხელმოწერით დაადასტურა საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგობრივი მახასიათებლების შექმნის ინიციატივა.
ღონისძიება ჩატარდა ადგილზე, უნივერსიტეტ ალტერბრიჯში