ალტერბრიჯის სტუდენტების ჩართულობა ინოვაციების ბანაკის ღონისძიებაში ადამიანური რესურსების მართვის თემაზე
2021 წლის 11-12 დეკემბერს „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო’’ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროეტის ფარგლებში – „სამეწარმეო განათლების მხრადაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“ , HRHub-თან ერთობლივი თანამშრომლობით, გაიმართა ინოვაციების ბანაკის ღონისძიება ადამიანური რესურსების მართვის თემაზე. პროექტში მონაწილე სკოლებისთვის მენტორების რანგში ალტერბრიჯის სახელით ჩაერთვნენ სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები მედია ალფაიძე, სოფო სამადაშვილი და ნინიკო თორაძე, ხოლო ჟიურის ერთერთი წევრი იყო ალტერბრიჯის ვიცე რექტორი მაკო ჯაოშვილი. საქართველოს მასშტაბით 10 სკოლიდან 110 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, ონლაინ ფორმატში 2 დღიანი ნაყოფიერი მუშაობის შედეგად მათ საკმაოდ საინტერესო კონცეფციები მოამზადეს და გუნდურად წარადგინეს. ჟიურის წევრებმა დადებითად შეაფასეს წარმოდგენილი ნამუშევრები. მაკო ჯაოშვილმა ყველა მონაწილეს შესთავაზა საჩუქრად ჩაუტაროს მასტერკლასი „გზა იდეიდან შედეგამდე“, ხოლო ნინო თორაძის მენტორობით გამარჯვებული გუნდი – სკოლა „პროგრესი“ მიიწვია მასტერკლასზე „შექმენი ლიდერი საკუთარი თავისგან“. ღონისძიების ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს ყველა მხარდამჭერსა და მონაწილეს. ალტერბრიჯთან სამომავლო თანამშრომლობისთვის მემორანდუმის გაფორმების სურვილი გამოთქვეს, რაც ითვალისწინებს მოსწავლე-ახალგაზრდობის პიროვნული თუ პროფესიული ზრდა-განვითარების ხელშეწყობას.