ალტერბრიჯს ესპანელი ტურიზმის ექსპერტი – ნოელია კობო ესტუმრა
მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ ალტერბრიჯს სტუმრად ეწვია ნოელია კობო, რომელიც გახლავთ ესპანელი ექსპერტი ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით. შეხვედრა გაიმართა ალტერბრიჯისა და ესპანური ენის ცენტრთან “იბერია” თანამშრომლობის ფარგლებში.
აღნიშნულ შეხვედრას ალტერბრიჯის თანამშრომლებთან და სტუდენტებთან ერთად ესწრებოდნენ ახალგაზრდა მეღვინეები. სტუმრებმა წარმოადგინეს თავიანთი ღვინო, ისაუბრეს მისი გემოების მრავალფეროვნებასა და წარმობაზე, ასევე მოეწყო ღვინის დეგუსტაცია.
შეხვედრა ჩატარდა კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით.
“იბერიასთან” თანამშრომლობის ფარგლებში ალტერბ რიჯი სამომავლოდ გეგმავს სხვადასხვა სახის ღონისძიებას