ალტერბრიჯის საერთაშორისო სამსახურის უფროსი გიორგი ჭანტურია საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ავსტრიაში
2022 წლის 6-8 ოქტომბერს, ვენაში, ავსტრია, ჩატარდა ავსტრიის ახალგაზრდა ეკონომისტთა საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის (ავსტრია, გერმანია, გაერთიანებული სამეფო,
ესპანეთი, ირლანდია, იტალია, საბერძნეთი, საქართველო, აშშ, ინდოეთი, უზბეკეთი, ჩინეთი, ბრაზილია, და ა.შ.) მეცნიერი იღებდა მონაწილეობას.
კონფერეციაზე, სპეციალური სტუმრის სტატუსით, მოხსენებით წარსდგნენ: თანამედროვეობის გამორჩეული მეცნიერი, პაკისტანური წარმოშობის ამერიკელი ეკონომისტი – ანვარ შაიხი გამორჩეული ავსტრიელი ეკონომისტი – ალისა შნიბაუმი. კონფერენციაზე მოხსენებით: თანამედროვე ეკონომიკური მოდელის გავლენა ფასეულობებზე, ადამიანთა უფლებებსა და პოპულიზმის ზრდაზე – ,,რა გავლენა აქვს ეკონომიკის სწავლებას ამ პროცესებზე” – გამოვიდა ალტერბრიჯის ასოცირებული პროფესორი – გიორგი ჭანტურია.