ალტერბრიჯის განაცხადი სამეცნიერო სტატიების მისაღებად
მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ალტერბრიჯი“ აცხადებს სტატიების მიღებას ელექტრონული სამეცნიერო რეცენზირებადი ჟურნალის „თანამედროვე მეცნიერების გამოწვევები“ მე-4 გამოცემისთვის.
სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება შეუძლია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, კვლევითი ცენტრების/ინსტიტუტების აკადემიურ პერსონალს, მკვლევრებს და ახალგაზრდა მეცნიერებს, როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე უცხოეთიდან, შემდეგი მიმართულებებით:
- სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები
- განათლების მიმართულება
- ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირება
სტატიები შესაძლოა ეყრდნობოდეს ავტორის მიერ ჩატარებულ რაოდენობრივ ან/და თვისებრივი კვლევის შედეგებს, ასევე, სამეცნიერო ლიტერატურის/დოკუმენტების/მეორადი მონაცემების მიმოხილვას და კონტენტ ანალიზს.
სტატიები დაიბეჭდება სფეროს კომპეტენტური სპეციალისტების რეცენზიის საფუძველზე. საავტორო უფლებები გამოქვეყნებულ ნაშრომზე ეკუთვნის ავტორს/თანაავტორებს.
ალტერბრიჯის სამეცნიერო ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება უფასოა.
სტატიის შესრულების წესებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://bit.ly/3pfRSN0
ნაშრომების გამოგზავნა შესაძლებელია ელ-ფოსტაზე: a.tsiklauri@alterbridge.edu.ge
მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 1 დეკემბერი.