ალტერბრიჯის კონკურსის: ,,ალტერნატიული მასწავლებელი” გამარჯვებულები გამოვლინდა
მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი: ,,ალტერბრიჯი” გაცნობებთ, რომ დასრულდა უნივერსიტეტ ალტერბრიჯის კონკურსი: „ალტერნატიული მასწავლებელი“
კონკურსის წესების თანახმად, გამოვლინდა სამი გამარჯვებული:
მიმოზა ღოლიჯაშვილი
თემურ სუყაშვილი
მარინა ხარიტონაშვილი
მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი“ აქტიურად უჭერს მხარს მასწავლებელთა ჩართულობას სხვადასხვა პროექტში, მათი ინოვაციურობის, გამოცდილებისა და პრაქტიკის გაღრმავებას.
კომპეტენტური ჟიურის მიერ, გამარჯვებული კონკურსანტების ვიდეო-პრეზენტაციებში, თემატური აქტუალურობა, პრეზენტაბელურობა, კრეატიულობა, სიახლე და მეთოდურობა შეფასდა სწავლების ალტერნატიულ კრიტერიუმებად. პროექტი განხორციელდა მასწავლებლის სახლის აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით.
კონკურსში მონაწილე თითოეულ პედაგოგს გადაეცა მადლობის სიგელი, ხოლო გამარჯვებული კონკურსანტები, ProActive Group Georgia-ს მხარდაჭერით, დაჯილდოვდნენ Erasmus+ პროფესიული გაცვლითი პროგრამით, სადაც პედაგოგები გაიუმჯობესებენ იმ უნარებს, რაც აუცილებელია მათი კარიერული და პიროვნული ზრდისთვის.
უნივერსიტეტი “ალტერბრიჯი” მადლობას უხდის კონკურსის თითოეულ მონაწილეს და აგრძელებს მათთან აქტიურ თანამშრომლობას.