• უნივერსიტეტის შესახებ
    • ისტორია
    • რექტორის გზავნილი
    • მისია, ხედვა, ღირებულებები
    • სტრატეგიული დოკუმენტები
    • წლის ანგარიშები
    • სამართლებრივი აქტები
    • საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორები
  • უნივერსიტეტის მართვა
    • ორგანიზაციული სქემა
    • რექტორი
    • აკადემიური საბჭო
    • ხარისხის მართვის სამსახური
    • ბიზნეს ადმინისტრირების აკადემიური პერსონალი
    • ბიზნეს ადმინისტრირების მოწვეული პერსონალი
    • მასკომუნიკაცია აკადემიური პერსონალი
    • მასკომუნიკაცია მოწვეული პერსონალი
    • ფსიქოლოგია აკადემიური პერსონალი
    • ფსიქოლოგია მოწვეული პერსონალი
  • პროგრამები
    • საბაკალავრო პროგრამები
    • სამაგისტრო პროგრამა
    • მობილობა ალტერბრიჯში
    • გაცვლითი პროგრამები
    • საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგი
    • სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის პროცედურები
    • ონლაინ კურსები
    • ტრენინგ ცენტრი
  • აბიტურიენტებისთვის და მაგისტრანტებისთვის
    • პროფორიენტაცია
    • სამაგისტრო კონსპექტები ალტერბრიჯისგან
    • მოემზადე ეროვნული გამოცდებისთვის
    • ალტერგრანტი
    • რა უნდა ვიცოდეთ ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების შესახებ
    • რატომ უნდა გახდე „ალტერბრიჯის“ სტუდენტი?!
    • დეკანის მიმართვა
    • საუნივერსიტეტო სტიპენდიები და შეღავათები
    • სტუდენტური დასაქმება
  • სტუდენტური ცხოვრება
    • ალტერბრიჯის სტუდენტური კლუბები
    • აკადემიური კალენდარი
    • თვითმმართველობა
    • ბიბლიოთეკა
    • სტუდენტური აქტივობა
    • სტაჟირების წესი
    • კარიერული განვითარება
    • ალტერ ბლოგი
    • ალტერ ფოტო
  • კვლევითი ცენტრი
    • დოკუმენტები
    • სამეცნიერო კონფერენცია
    • ჟურნალი
    • მიმდინარე პროექტები
    • დასრულებული პროექტები
  • იმიტირებული გამოცდები
    kaქართული
    • kaქართული
    • enEnglish
    • EnglishEnglish
    • კონტაქტი
    • ბიბლიოთეკა

    კალათა

    • 3D ტური
    • ჩემი ალტერბრიჯი
    ალტერბრიჯიალტერბრიჯი

    საბაკალავრო

    საბაკალავრო პროგრამები

    სამაგისტრო

    სამაგისტრო პროგრამები

    სასერტიფიკატო კურსები

    Alterbridge-ის ტრენინგ ცენტრი

    ალტერბრიჯის კამპუსი

    3D ვიდეო ტური

    სიახლეები

    • მთავარი
    • Blog
    • სიახლეები
    • ალტერ ბლოგი: გზა განვითარებისა და ზრდისკენ

    ალტერ ბლოგი: გზა განვითარებისა და ზრდისკენ

    • კატეგორია სიახლეები, ბლოგი
    • თარიღი ნოემბერი 1, 2022

    არასამთავრობო ორგანიზაცია, ,,პროაქტივ ჯგუფი ჯორჯია”-ს (,,ProActive Group Georgia”) ორგანიზებით განხორციელდა პროექტი ,,ეკო-ახალგაზრდები მოქმედებაში” (,,Eco-youth in Georgia”) პროექტის მიზანი გახლდათ, ცნობიერების ამაღლება, განვითარება, ახალი კონტაქტების შეძენა, დაფიქრება თუ რა ზიანის მიყენება შეგვიძლია თითოეულ ჩვენგანს გარემოსთვის, მიზანი და მიზანი, რომელიც ამართლებს საშუალებას. მე, ირაკლი კახიძე, რომელიც ჩავერთე პროექტში გიამბობთ ამბავს, რომელმაც საკმაოდ დამაფიქრა, მომცა შესაძლებლობა დამენახა ირგვლივ მყოფების ქცევები, რეაქციები და რეაგირებები ამა თუ იმ მოქმედებაზე, რომელსაც გარემოსთვის ზიანის მიყენება შეუძლია.

    დღე პირველი – დაბინავება, გაცნობა: ყველა ჩვენს ნომრებში გადავნაწილდით, ცოტა დავისვენეთ, მოვწესრიგდით და ვახშამზე გვიხმეს, ვახშმის შემდეგ კი დაიწყო ჩვენი თავგადასავალი, მეც სწორედ აქედან მინდა ყურადღებით გაეცნოთ თავგადასავალს, რომელიც ბაკურიანში გადამხდა.

    როცა პროექტში ერთვები, რა თქმა უნდა, მზად უნდა იყო ახალ სახეებსა და პიროვნებებთან შესახვედრად, მათ გასაცნობად, ახალ გარემოსთან შესაგუებლად. არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც ატარებდა პროექტს, კარგად წარმოაჩინა საკუთარი თავი, გამაცნო მისი გარემოებები და მეგობრები, რომლებიც  კარგ პარტნიორობას უწევენ მას, გავიცანი 30-მდე ახალი სახე, ცოტა რთულია ამდენი სახელის დამახსოვრება, მაგრამ გამოსავალი ყოველთვის არსებობს.

    ეს გამოსავალი  ამ კონკრეტულ შემთხვევაში ენერჯაიზერებიდან ერთ-ერთი იყო, რომელმაც მოგვცა საშუალება, გაგვეცვალა სახელები, შეიქმნა წრე, სადაც პირველი ადამიანი საკუთარ სახელს იძახდა, მეორე ადამიანი მის სახელს იმეორებდა და თავის სახელს ამატებდა, ასე პირველიდან ბოლო ადამიანამდე მეორდებოდა ეს სახელები, საწყის ეტაპზე თანმიმდევრობით, შემდეგ არეულად, ასე და ამგვარად პირველივე დღეს მოვახერხე დამემახსოვრებინა ყველას სახელი.

     შემოვიკრიბეთ წრეში სკამები, დავსხედით, პროექტი გააქტიურდა, ორგანიზატორები შეეხნენ ყველა თემას, რომელიც ზიანის მომტანია გარემოსთვის, აი აქედან დავიწყე ფიქრი, თუ რას ვაკეთებდი არასწორად, გონებაში ღრმად ჩავილექე რა იყო სწორი და რა – არასწორი, როგორ შემეძლო დამეცვა გარემო, არ მიმეყენებინა მისთვის ზიანი, იდეალური შთაბეჭდილების ქვეშ მოვექეცი, რადგან პროექტამდე როცა ამას ვფიქრობდი, ამ ფიქრებს ბოლომდე არ მივყვებოდი. სადღაც, მაინც წყდებოდა, გავაცნობიერე იმწამსვე, რომ ერთი კვირა ამ თემის ირგვლივ ვიმოძრავებდი, მან შედეგი გამოიღო, თუმცა ამაზე ბოლოსკენ მოგიყვებით, იქამდე იმ გზას მოკლედ გადაგახედებთ, თუ როგორ მოვხვდი პროექტში.

    მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო უნივერსიტეტის ალტერბრიჯის, საზოგადოებსთან ურთიერთობის (PR) სტუდენტი ვარ, ზუსტად ალტერბრიჯმა შემარჩია და მომცა შესაძლებლობა, წავსულიყავი ბაკურიანში, შემექმნა ერთი-ერთი ისტორია ჩემს ცხოვრებაში და გადმომეცა თქვენთვის, როცა უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გამაცნო პროექტის დეტალები, ჩემში დიდი დაინტერესება გამოიწვია, მიყვარს საზოგადოებასთან ურთიერთობა, ახალი ადამიანების გაცნობა, შეცნობა, მათი ზოგადი და კონკრეტული ხედვების გაგება გარემოზე. ეს იყო შანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამომეყენებინა, ჰოდა მეც ხელიდან არ გავუშვი. გამიხარდა და დავთანხმდი მონაწილეობაზე.

    ახლა განვაგრძობ ისტორიას სადაც თავი მოვიყარეთ თითქმის ყველა კუთხიდან და რეგიონიდან, ამას გარდა, მინდა აღვნიშნო, რომ პროექტში მონაწილეობას იღებდნენ სომეხი ახალგაზრდებიც, ყოველი დღე, რომელიც ბაკურიანში გავატარე, ჩემი განვითარებისა და ზრდისთვის საუკეთესო იყო.

     ყოველი დღის ბოლოს ჩატარებული რეფლექსიაც ადასტურებდა ამას, თავი რომ არ მოგაწყინოთ, იქამდე სანამ პროექტის შედეგზე მოვყვები, ძალიან მსურს, გიამბოთ თუ რა არის წარმატება, მიზანი, მიზანდასახულობა, შესაძლებლობა და შესაძლებლობის გამოყენება, ემოცია, სიხარული, ადრენალინი და ბედნიერება. მოკლედ პროექტის მიწურულს მოგვეცა საშუალება, კოხტაგორაზე ავსულიყავით, გავუდექით გზას, ბევრი ვიარეთ და იქ ასასვლელი საბაგირო არ ფუნქციონირებდა, რა თქმა უნდა, გზა ფეხით განვაგრძეთ. ცოტა დავიღალეთ და მივედით დათოვლილი მთის ძირში, საიდანაც აღმართი იწყებოდა, ერთი შეხედვით ვიფიქრე ავირბენთქო, თურმე რას აირბენ, როდის იყო წარმატებისკენ გზა ასეთი მარტივი, ფეხი ამიცურდა და ის გავლილი გზა, რომელიც მქონდა ზემოთ დარჩა, მოვახერხე გაჩერება, ფრთხილად დავიწყე ასვლა, დაკვირვებით, ყურადღებით, თითქმის ყველა თანაბრად მივდიოდით, მაგრამ წინ გავიჭერი, ჩამომრჩნენ, ჩემი მიზანი გავაჟღერე იქვე, რომ აუცილებლად ავიდოდი და არ მინდოდა ნათქვამი სიტყვა ვერ შემესრულებინა, გავჯიუტდი, განვაგრძე სვლა, უკან მოვიხედე, ჩემს გარდა აღარავინ მოდიოდა, ერთ წერტილზე გაჩერდნენ, წავედითო დაიძახეს, აი აქ ჩემი დასახული მიზნის მსხვრევა წარმოვიდგინე, ეს ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა, ჰოდა იხტიბარი არ გავიტეხე, წადით და დაგეწევითთქო, თითქმის არავის სჯეროდა რომ ზემოთ ასვლა ფეხით შესაძლებელი იყო, რაღაც მომენტში, მეც დავიწყე ამაზე ფიქრი, როცა მთის შუა ნაწილს მივუახლოვდი ფეხი უკვე ძალიან ცურავდა, ქვევით მექაჩებოდა, ამ დროს გავჩერდი, წონასწორობა შევინარჩუნე და დავიწყე ფიქრი გამოსავალზე, თუ როგორ ავსულიყავი მწვერვალზე, მეც გამახსენდა რომ არასოდეს არ უნდა დანებდე, მუხლებზე დავდექი და დავიწყე ხოხვა, შევატყე რომ ასეც მოვცურავდი ქვემოთ, მთლიანი ტანით ჩავწექი თოვლში და განვაგრძე მოძრაობა გამხმარი ხეებისკენ, ჯერ ერთს მოვეჭიდე, შემდეგ მეორეს, მესამეს და ცოტა მაკლდა დასასრულამდე, როცა ხეები გამოილია, უკან მივიხედე, ვიფიქრე, ახლა შენ თუ დაეშვები, მიზანს ვერ შეასრულებ და წარმატებაც არ იქნება, ორი ტოტი ავიღე და წარმოვიდგინე საკუთარი თავი ალპინისტის ამპლუაში, რომელიც მწვერვალის დაპყრობით რეკორდს უმიზნებდა, სტიმული მივეცი საკუთარ თავს, ჰოდა მან ეს გამოიყენა, ბოლომდე ავედი იმ ადგილამდე, სადაც საბაგიროს უნდა მივეყვანეთ, ერთადერთი ვიყავი, რომელმაც ეს იმ დღეს გააკეთა, მაგრამ მხოლოდ საკუთარი თავისთვის არა, მათთვის, ვინც ვერ ამოვიდნენ დავანახე გზა, რომ საკუთარი მიზნების მისაღწევად აუცილებელია ბოლომდე ბრძოლა, ძალიან ბედნიერი, გაღიმებული, ხალისიანი, ემოცია მოზღვავებული მე – დავჯექი და როგორც ციგა, ისე დავეშვი მთიდან.

     ეს კიდევ ცალკე ემოცია იყო, რომელსაც საზღვრები არ გააჩნდა იმ წამს ჩემთვის, იმედი მაქვს ჩაგაფიქრებთ ეს ამბავი და ნაპერწკალს გაგიჩენთ მიზნის მისაღწევად, მეც ბოლოში მოვედი და იქიდან დაშვებულს, როცა ჩემს უკვე მეგობრებს შევუერთდი, სიგარეტს მოვუკიდე, მოვწიე, მივიხედე, მოვიხედე, ნაგვის ურნა არსად იდგა, ირგვლივ თოვლი იყო, სიგარეტის ნამწვი თოვლით ჩავაქრე და ჯიბეში ჩავიდე, აქ გამეღიმა, იცით რატომ? პროექტი რომელიც ეკოსისტემაზე და ეკოლოგიაზე ჩატარდა, მან შედეგი გამოიღო, მე გარემო არ დავაბინძურე, ისტორია აქ დამთავრდა, ჩემს ცხოვრებაში კი ახალი ისტორია იმ დღის შემდეგ დაიწყო.

     

    ავტორი: ირაკლი კახიძე

    • გააზიარე:
    ავტორი ავატარი
    Anastasia Gogolauri

      წინა სიახლე

      ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი: ალტერბრიჯსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის
      ნოემბერი 1, 2022

      შემდეგი სიახლე

      ალტერბრიჯის კვლევითი საქმიანობის ცენტრის ხელმძღვანელი მაკო ჯაოშვილი სტუმრად ოზურგეთის საჯარო სკოლებში
      ნოემბერი 1, 2022

      თქვენთვის საინტერესო

      ალტერსტუმარის – ნიკოლა იორიოს მასტერკლასი თემაზე: “კომუნიკაციის როლი დიპლომატიაში”
      9 მარტი, 2023
      329856770_1378165416054642_2992392126882169947_n
      ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი ალტერბრიჯსა და VI საჯარო სკოლას შორის
      10 თებერვალი, 2023
      329488436_747497426998105_5577262626983854669_n
      ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი ალტერბრიჯსა და სკოლა “დეა”-ს შორის
      10 თებერვალი, 2023

      ძებნა

      კატეგორიები

      • Uncategorized
      • უნივერსიტეტი
      • სიახლეები
      • ღონისძიებები
      • ქვიზები
      • სტუდენტური კლუბები
      • ბლოგი



      სახელწოდების არჩევით, უნივერსიტეტი იღებს პასუხისმგებლობას, თავისი საქმიანობით, გახდეს ალტერნატიული დამაკავშირებელი ხიდი მეცნიერებასა და საზოგადოებას, განათლებასა და შრომის ბაზარს შორის და შექმნას ახალი შესაძლებლობები მომავალი თაობების თვითრეალიზაციისათვის ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე.

      სწრაფი ბმულები

      • ჩვენ შესახებ
      • კონტაქტი
      • ალტერგრანტი – სტუდენტების დაფინანსება

      უნივერსიტეტის შესახებ

      • ისტორია
      • რექტორის გზავნილი
      • მისია, ხედვა, ღირებულებები
      • სამართლებრივი აქტები
      • სტრატეგიული განვითარების გეგმა
      • სამწლიანი სამოქმედო გეგმა

      მოგვყევით სოციალურ ქსელებში

      დაფუძნებულია PR აკადემიის მიერვებ-გვერდი დამზადებულია ნუევოს მიერ

      • უნივერსიტეტის შესახებ
        • ისტორია
        • რექტორის გზავნილი
        • მისია, ხედვა, ღირებულებები
        • სტრატეგიული დოკუმენტები
        • წლის ანგარიშები
        • სამართლებრივი აქტები
        • საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორები
      • უნივერსიტეტის მართვა
        • ორგანიზაციული სქემა
        • რექტორი
        • აკადემიური საბჭო
        • ხარისხის მართვის სამსახური
        • ბიზნეს ადმინისტრირების აკადემიური პერსონალი
        • ბიზნეს ადმინისტრირების მოწვეული პერსონალი
        • მასკომუნიკაცია აკადემიური პერსონალი
        • მასკომუნიკაცია მოწვეული პერსონალი
        • ფსიქოლოგია აკადემიური პერსონალი
        • ფსიქოლოგია მოწვეული პერსონალი
      • პროგრამები
        • საბაკალავრო პროგრამები
        • სამაგისტრო პროგრამა
        • მობილობა ალტერბრიჯში
        • გაცვლითი პროგრამები
        • საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგი
        • სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის პროცედურები
        • ონლაინ კურსები
        • ტრენინგ ცენტრი
      • აბიტურიენტებისთვის და მაგისტრანტებისთვის
        • პროფორიენტაცია
        • სამაგისტრო კონსპექტები ალტერბრიჯისგან
        • მოემზადე ეროვნული გამოცდებისთვის
        • ალტერგრანტი
        • რა უნდა ვიცოდეთ ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების შესახებ
        • რატომ უნდა გახდე „ალტერბრიჯის“ სტუდენტი?!
        • დეკანის მიმართვა
        • საუნივერსიტეტო სტიპენდიები და შეღავათები
        • სტუდენტური დასაქმება
      • სტუდენტური ცხოვრება
        • ალტერბრიჯის სტუდენტური კლუბები
        • აკადემიური კალენდარი
        • თვითმმართველობა
        • ბიბლიოთეკა
        • სტუდენტური აქტივობა
        • სტაჟირების წესი
        • კარიერული განვითარება
        • ალტერ ბლოგი
        • ალტერ ფოტო
      • კვლევითი ცენტრი
        • დოკუმენტები
        • სამეცნიერო კონფერენცია
        • ჟურნალი
        • მიმდინარე პროექტები
        • დასრულებული პროექტები
      • იმიტირებული გამოცდები