ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი: ალტერბრიჯსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის
უნივერსიტეტ “ალტერბრიჯსა” და “მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს” შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც, 2022 წლის 25 და 26 ოქტომბერს, ალტერბრიჯში, სკოლის დირექტორებისა და მოადგილეებისთვის ჩატარდა ტრენინგი:
▪️ “მასწავლებელთა ჩართულობისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა ბავშვთა უფლებების მიმართულებით”.
✔️ ტრენინგი გახსნა „სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ დირექტორმა – ბერიკა შუკაკიძემ.
ტრენინგს უძღვებოდნენ:
▫️ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე – დავით სიმონია
▫️ ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი – ანა ფაჩუაშვილი
▫️ განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტის უფროსი – კობა ბარამია
▫️ მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია -რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსი – ნინო ტყეშელაშვილი
▫️ არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი – ნათია ალიაშვილი და ფსიქოლოგი – ნინო ბექაური
უნივერსიტეტი ალტერბრიჯი მადლობას უხდის თითოეულ მომხსენებელს და ტრენინგის მონაწილეებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.