ალტერბრიჯის კვლევითი საქმიანობის ცენტრის ხელმძღვანელი მაკო ჯაოშვილი სტუმრად ოზურგეთის საჯარო სკოლებში
2022 წლის ოქტომბერში სასწავლო უნივერსიტეტ ალტერბრიჯის კვლევითი საქმიანობის ცენტრის ხელმძღვანელი – მაკო ჯაოშვილი, ორგანიზაცია „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ მოწვევით ესტუმრა ოზურგეთში სოფელ კვირიკეთისა და გუამთას საშუალო სკოლებს.
მენტორის რანგში ის ესაუბრა კვირიკეთის სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს პროფესიული არჩევანის გასაკეთებლად მიზნებზე ფოკისურების, სტრესგამძლეობისა და თვითმოტივაციის შესახებ. მაკო ჯაოშვილი ასევე დაესწრო სოფელ გუამთას საშუალო სკოლაში მოსწავლეთა ინიცირებით დაარსებულ მკითხველთა კლუბის წარდგენას, რომლის ფარგლებში გააცნო და საჩუქრად გადასცა თავისი წიგნი „ცხოვრება, როგორც პერფორმანსი“. შეხვედრაზე გამოითქვა სურვილი გუამთას სკოლისა და სასწავლო უნივერსიტეტ ალტერბრიჯის წიგნის მკითხველთა კლუბებს შორის დამყარდეს ორმხრივი საქმიანი-მეგობრული ურთიერთობა კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით.