ადიზესის წიგნის „კომპანიების სასიცოცხლო ციკლების მართვა“ წარდგენა ალტერბრიჯში
2021 წლის დეკემბრის ბოლოს, ალტერბრიჯმა კიდევ ერთ საინტერესო ღონისძიებას უმასპინძლა. გამომცემლობა პალიტრა L-ის პროექტ „ლურჯი ოკეანის“ პარტნიორობის ფარგლებში გაიმართა ცვლილებების მართვის მეთოდოლოგიის შემქმნელის, იცხაკ ადიზესის წიგნის – „კომპანიების სასიცოცხლო ციკლების მართვა,“ ქართული თარგმანის წარდგენა. შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა. დაინტერესებულ აუდიტორიას საშუალება ქონდა ლაივ-რეჟიმშიც მოესმინათ სპიკერებისთვის
„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ბიზნესგანათლების პროცესებს საქართველოში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წიგნი თავისი პრაქტიკული დანიშნულებით გამოსადეგია პროფესიონალი თუ დამწყები ბიზენსმენებისთვის. მარტივი, გასაგები ენით არის მოცემული ყველა ის ეტაპი, რასაც ნებისმიერი ორგანიზაცია გადის სასიცოცხლო ციკლის პროცესში“ – აღნიშნა სოსო გალუმაშვილმა, საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ უფროსმა კონსულტანტმა და საკმაოდ ამომწურავად ისაუბრა ადიზესის მეთოდოლოგიის შესახებ.
„მოხარული ვარ, რომ გვაქვს ალტერნატიული შესაძლებლობა გაგაცნოთ წიგნი, რომლის ავტორთან, ცვლილებებათა მენეჯმენტის გურუდ აღიარებულ იცხაკ ადიზესთან და მის მიერ დაფუძნებულ სკოლასთან პარტნიორული ურთიერთობის შედეგად ერთობლივად შევიმუშავეთ სასერტიფიკატო მასტერ-პროგრამა „კოლაბორაციული ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის“. სასწავლო მოდულები აგებულია ადიზესის დიაგნოსტიკურ-თერაპიულ მიდგომებზე დაყრდნობით. დარწმუნებული ვარ, წიგნი საუკეთესო შენაძენი იქნება ჩვენი სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც სურს აიმაღლოს ცოდნა-უნარები ორგანიზაციული ტრანსფორმაციის თანამდევ კომუნიკაციის მართვაში“ – თქვა მაკო ჯაოშვილმა, ალტერბრიჯის ვიცე რექტორმა სტრატეგიული განვითარების მიმართულებით.