Disco Party 2022 – უნივერსიტეტ ალტერბრიჯში
კიდევ ერთი განსაკუთრებული დღე ალტერბრიჯის ისტორიაში! ალტერბრიჯში 27 დეკემბერს სიურპრიზებით, მოულოდნელობებითა და პოზიტივით შევხვდით დამდეგ 2022 წელს. წვეულება დისკო სტილში გაიმართა და დატვირთული იყო სხვადასხვა სახის აქტივობებით, მუსიკალური გაფორმებითა და უამრავი ემოციით. სპეციალურად, ამ საღამოსთვის ალტერბრიჯელებმა მოირგეს თემატური კოსტიუმები, რამაც კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა ეს დღე. 27 დეკემბრის ჯადოსნური საღამო ალტერბრიჯმა სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან ერთად გაიზიარა.
უნივერსიტეტმა მოგონებების სახით ჩვენს საამაყო ალტერბრიჯელებს უამრავი სამახსოვრო ფოტო აჩუქა. 2022 წელი საუკეთესო ცვლილებების წელია, სწორედ ამიტომ, არ დაგავიწყდეთ ალტერბრიჯის გზავნილი: #ცვლილებებიიწყებათქვენით! წვეულება გაიმართა რეგულაციების სრული დაცვით! თითოეულმა სტუმარმა წარმოადგინა მწვანე პასპორტი.