ალტერბრიჯის სამეცნიერო ჟურნალი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ ბაზაში „ივერიელი“ განთავსდა
„ალტერბრიჯის“ სამეცნიერო ჟურნალი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ ბაზაში „ივერიელი“ განთავსდა
მართვის და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ სამეცნიერო ჟურნალი „თანამედროვე მეცნიერების გამოწვევები“ განთავსდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში „ივერიელი“, სადაც შესაძლებელია გაეცნოთ ალტერბრიჯის სამივე სამეცნიერო გამოცემას და ასევე, სხვადასხვა სამეცნიერო მასალებს, წიგნებს, ჟურნალებს, გაზეთებს, ფოტოებს და ა.შ.
ჟურნალის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში განთავსება ხელს შეუწყობს ალტერბრიჯის სამეცნიერო ჟურნალის ცნობადობის გაზრდას და ჟურნალი მეტად ხელმისაწვდომი გახდება მეცნიერებით, კვლევებით დაინტერესებული აუდიტორიისთვის, ასევე, წარმოაჩენს ალტერბრიჯის აფილირებული/აკადემიური პერსონალის კვლევით საქმიანობასა და შესაძლებლობებს.
იხილეთ „ალტერბრიჯის“ სამეცნიერო ჟურნალის „თანამედროვე მეცნიერების გამოწვევები“-ს სამივე გამოცემა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგის „ივერიელი“ სპეციალურად ალტერბრიჯისთვის განკუთვნილ ბმულზე: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/371561