ალტერბრიჯის ახალი პარტნიორი – მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი
მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ ალტერბრიჯსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯს შორის. პარტნიორული თანამშრომლობა მოიცავს ერთობლივი კონფერენციების, მასტერკლასების და სხვა სასწავლო-შემოქმედებითი აქტივობების განხორციელებას ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, ურთიერთსასარგებლო კონსულტაციებს ტექნიკურ და საგანმანათლებლო საკითხებზე. მხარეთა წინასწარი შეთანხმებით უზრუნველყოფილი იქნება სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მასკომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკის სწავლება კოლეჯის სტუდენტური ტელე/რადიო გადაცემა „პარაშუტის“ ბაზაზე. პარტნიორობის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ერთობლივი სასწავლო, მათ შორის, მომზადება-გადამზადების და ასოცირებული პროგრამების შემუშავება და განხორციელება.