ფსიქოლოგიის პროგრამის აკრედიტაციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
უნივერსიტეტი ,,ალტერბრიჯი“ ემზადება ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო, საბაკალავრო პროგრამის სააკრედიტაციო პაკეტის შესატანად დადგენილი წესის მიხედვით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 20 ოქტომბერს ალტერბრიჯში ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ პროგრამის ხელმძღვანელები, თვითშეფასების სამუშაო ჯგუფის წევრები და საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული აკადემიური და მოწვეული პერსონალი.
საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა ალტერბრიჯში, რომლის ფარგლებშიც დეტალურად იქნა განხილული ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ძლიერი მხარეები, განსხვავებულობა და უპირატესობები. შეხვედრაზე ინიცირებულ იქნა პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლებისთვის საჭირო პროექტები და კურსები დამსაქმებლებთან ჩართულობით.
შეხვედრა გაიმართა ინტერატაქტიულ რეჟიმში.