საინფორმაციო შეხვედრა პლაგიატის აღმომჩენი პროგრამის შესახებ
ალტერბრიჯსა და ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, 16 ოქტომბერს, ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა ჩაატარა საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა პლაგიატის აღმომჩენი პროგრამის “Urkund”-ის შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ ალტერბრიჯის აკადემიური პერსონალი და ალტერბრიჯის სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები.
შეხვედრაზე განხილულ იქნა პლაგიატის აღმომჩენი პროგრამის ძლიერი მხარეები, პროგრამაში მუშაობის სპეციფიკა და თუ როგორ ხდება ნაშრომის შეფასება ტექნიკური თვალსაზრისით. შეხვედრის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება თავად ენახათ, თუ როგორ ხდება ნაშრომის დამუშავება პროგრამულად.
შეხვედრა ინტერაქციულ, კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.