ინფორმაცია უნივერსიტეტ ალტერბრიჯის აკადემიურ თანამდებობებზე ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ
შპს მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი“, აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ ვაკანსიებზე აკადემიური ნიშნით:- პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, დასაკავებლად მიმართულებების მიხედვით:
1.1. მიმართულება საზოგადოებასთან ურთიერთობა:
ა) პროფესორი – ხუთი ვაკანსია;
ბ) ასოცირებული პროფესორი – ხუთი ვაკანსია;
გ) ასისტენტ-პროფესორი – სამი ვაკანსია;
1.2. მიმართულება მარკეტინგი:
ა) პროფესორი – სამი ვაკანსია;
ბ) ასოცირებული პროფესორი – სამი ვაკანსია;
გ) ასისტენტ-პროფესორი – სამი ვაკანსია;
1.3 მიმართულება ფსიქოლოგია:
ა) პროფესორი – სამი ვაკანსია;
ბ) ასოცირებული პროფესორი – სამი ვაკანსია;
გ) ასისტენტ-პროფესორი – სამი ვაკანსია;
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკონკურსო მოთხოვნებს:
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
- აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
- აქტუალური სამეცნიერო პუბლიკაციები – კონკურსანტის მიერ არჩეული შესაბამისი დარგის თემატიკით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში შესრულებული და გამოქვეყნებული არანაკლებ ორი სამეცნიერო ნაშრომი/პუბლიკაცია.
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
- აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
- აქტუალური სამეცნიერო პუბლიკაციები – კონკურსანტის მიერ არჩეული შესაბამისი დარგის თემატიკით – უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში შესრულებული არანაკლებ ერთი სამეცნიერო ნაშრომი/პუბლიკაცია.
ასისტენტ–პროფესორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- გააჩნდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- სამეცნიერო-კვლევით სფეროში მუშაობის გამოცდილება.
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (იხ. დანართი N1);
- კონურსანტის ანკეტა ქართულ ენაზე (იხ. დანართი N2);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- 3×4 ზომის 2 ც. ფოტო (როგორც ელექნტრონულად ასევე, ბეჭდური სახით);
- აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი (უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
- პედაგოგიური/ სამეცნიერო/ პროფესიული საქმიანობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ბ)ი (შესაძლოა წარმოდგენილი იყოს შრომის წიგნაკის ჩანაწერების სახით);
- საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი დარგის სასწავლო კურსის სილაბუსი /სილაბუსები/ ;
- უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული შრომების ნუსხა, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები, სტატიები გამოცემული სახით ან ასლები;
- ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია, რაც კონკურსანტს მისცემს საშუალებას დამატებითი კრიტერიუმებით შეფასდეს, მიღებული ჯილდოების დამატასტურებელი დოკუმენტები, სერტიფიკატები და სხვა.
- ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ” შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა”.
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 28 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით.
- კონკურსის პირველი ეტაპი (საბუთების გადარჩევა) ჩატარდება 2022 წლის 4 აპრილი;
- კონკურსის მეორე ეტაპი (საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტების გასაუბრება) ჩატარდება 2022 წლის 8 აპრილს;
- კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2022 წლის 11 აპრილი.
საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისთვის
განცხადების მიღება წარმოებს ელექტრონულად:
ელ. ფოსტა: info@alterbridge.edu.ge
საკონტაქტო ნომერი: 555 554 093
დანართი N1 – კონკურანტის განცახადება