სტუდენტების მიღების ცერემონიალი ალტერბრიჯში
30 სექტემბერს უნივერსიტეტ ალტერბრიჯში შედგა წლის პირველი საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან, რომლებმაც დისტანციურ რეჟიმში მიიღეს ინფორმაცია უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებისა და სხვა სიახლეების შესახებ.
4 ოქტომბერს უნივერსიტეტში სტუდენტების გაცნობითი ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, პირველკურსელებმა და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია უნივერსიტეტისა და სასწავლო პროცესის შესახებ. ალტერბრიჯის ადმინისტრაცია, შემოდგომის სემესტრის სასწავლო პროცესს ყველა რეგულაციისა და სამედიცინო პროტოკოლის გათვალისწინებით აუდიტორიებში უმასპინძლებს! სტუდენტებისთვის სწავლის გაუმჯობესებისა და კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით, ლექციები ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდება.
შეხვედრის დასკვნით ნაწილში, სტუდენტებმა საზეიმოდ დადეს ,,ალტერბრიჯელის ფიცი“, რომ პირნათლად შეასრულებენ სტუდენტის მოვალეობას.
შეგახსენებთ, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი #ალტერბრიჯი ახალი, თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეა ქართულ რეალობაში, სწავლების განსხვავებული მეთოდებითა და სტუდენტებთან განსაკუთრებული მიდგომით. ეს ალტერნატიული სივრცეა, თქვენი შესაძლებლობების აღმოსაჩენად!
ვულოცავთ ჩვენს ბაკალავრებსა და მაგისტრანტებს სასწავლო წლის დაწყებას, ვუსურვებთ საინტერესო და მრავალფეროვან სტუდენტობას!