შეხვედრა უნივერსიტეტ ალტერბრიჯის პირველკურსელებთან
2022 წლის 27 სექტემბერს, უნივერსიტეტ ალტერბრიჯის პირველკურსელებთან ჩატარდა საინფორმაციო ტიპის შეხვედრა. შეხვედრას უძღვებოდა უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი – მარიამ დარბაიძე.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს გაესაუბრნენ აბიტურიენტებთან და სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის, მარკეტინგისა და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები. სტუდენტებმა ადმინისტრაციის წარმომადგენლებს გაუზიარეს საკუთარი შთაბეჭდილება და შეხედულებები პირველ სასწავლო კვირასთან დაკავშირებით.
ფოკუს ჯგუფის გამოკითხვის ფარგლებში, გამოიკვეთა სტუდენტთა ხედვები უნივერსიტეტის სასწავლო პროცესისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ. გარდა ამისა, ალტერბრიჯის პირველკურსელბმა გამოთქვეს სურვილი ლოკალური და საერთაშორისო პროექტების, სტუდენტური კლუბებისა და აქტივობების ორგანიზების შესახებ. პირველკურსელებმა მიიღეს ინფორმაცია უნივერსიტეტის თვითმმართველობის არჩევნების თარიღის თაობაზე. ღონისძიების ფოტოები იხ. ბმულზე