ალტერბრიჯში სტუდენტების მიღების და Graduation ღონისძიება გაიმართა
♯18.09.22 – ალტერბრიჯის ისტორიას კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი თარიღი შეემატა!
უნივერსიტეტ ალტერბრიჯში მასშტაბური ღონისძიება Welcome & Graduation Party – გაიმართა, სადაც ალტერბრიჯმა სიამაყით უმასპინძლა ახალ, 2022-2023 სასწავლო წლის სტუდენტებს და ამავდროულად, გააცილა პირველი კურსდამთავრებულები.
განსაკუთრებული ემოციებით შეხვდა #ალტერბრიჯი მის თითოეულ სტუდენტს, უნივერსიტეტის რექტორმა – ნათია გოცაძემ და აკადემიურმა პერსონალმა პირველკურსელებს მიულოცა #ალტერბრიჯელობა და სიმბოლურად დაასაჩუქრა ბრენდირებული ნივთებით. იხ. ტელეკომპანია ტვ პირველის სიუჟეტი ღონისძიებასთან დაკავშირებით: ბმული
იხ. ღონისძიების ფოტოები
#ალტერბრიჯელებო! წარმატებულ, მრავალფეროვან და #ალტერშესაძლებლობებით სავსე სტუდენტურ ცხოვრებას გისურვებთ!