საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს დარგობრივი კვლევა
PR ასოციაცია მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ “ალტერბრიჯის“ კვლევით ცენტრთან ერთობლივად ატარებს ელექტრონულ გამოკითხვას საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში დასაქმებული ან/და ამ მიმართულებით დაინტერესებული პირების მონაწილეობით.
კვლევის მიზანია PR სპეციალისტის კომპეტენციებისა და ფუნქცია-მოვალეობების შესახებ საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს წარმომადგენელთა შეფასებების შესწავლა, საქართველოს დასაქმების ბაზარსა და საგანმანათლებლო სივრცეში ამ სპეციალობის მიმართ მოთხოვნების გამოვლენა და არსებული პრაქტიკით დარგისადმი მიდგომების განსაზღვრა.
გთხოვთ, კითხვარი შეავსეთ საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში დასაქმებულებმა ან/და ამ მიმართულებით დაინტერესებულმა პირებმა
წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის! გამოკითხვის ფორმის ბმული: https://forms.gle/zPXUQps4ZArgKRKJ9