პირველ ივლისს უნივერსიტეტ “ალტერბრიჯში” სასკია სასენის წიგნის “განდევნების” პრეზენტაცია გაიმართა
პირველ ივლისს უნივერსიტეტმა „ალტერბიჯმა“ განსაკუთრებულ ღონისძიებას უმასპინძლა. პანდემიურ რეალობაში დავიწყებულ და მონატრებულ ფორმატში, სასკია სასენის წიგნის „განდევნების“ პრეზენტაცია გაიმართა.
ამერიკელი სოციოლოგისა და ეკონომისტის, ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარის წიგნი “განდევნები” ქართულ ენაზე ალტერბრიჯის ასოცირებულმა პროფესორმა, გია ჭანტურიამ თარგმნა.
ღონისძიება შემეცნებით-ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სადაც დამსწრე საზოგადოება გაეცნო იმ მწვავე და აქტუალურ საკითხებს, რომელსაც თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ნაშრომი ეძღვნება, მოვისმინეთ საინტერესო მოსაზრებები მოწვეული სტუმრებისგან. წიგნი მისმა მთარგმნელმა, გია ჭანტურიამ და „ალტერბრიჯის“ რექტორმა, ნათია გოცაძემ წარადგინეს.
ღონისძიებას, პირდაპირი ჩართვის ფორმატში შეუერთდა თავად სასკია სასენი, რომელმაც მონაწილეებს წიგნის საინტერესო პასაჟები გააცნო, გასცა პასუხი მათ შეკითხვებს და მადლობა გადაუხადა ნაშრომით დაინტერესებისთვის.
წიგნის შეძენა შეგიძლიათ უნივერსიტეტ “ალტერბრიჯში“
ასევე რუსთაველის #16-ში
არაყიშვილის #5 ნომერში მაღაზია „Books in vake”