უნივერსიტეტ „ალტერბრიჯსა“ და „გრანთ თორთონს“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდული გაფორმდა
მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯსა“ და „გრანთ თორთონს“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდული გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს საერთო პროექტების განხორცილებას, საბაკალავრო/სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის საინტერესო შესაძლებლობების შექმნასა და მათ პიროვნულ განვითარებაზე ზრუნვას.
გარდა საგანმანათლებლო აქტივობებისა მხარეთა თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება ახალგაზრდების დასაქმებისა და კარიერული წინსვლის ხელშეწმყობი ინიციატივები. აღსანიშნავია, რომ სტუდენტებს მიეცემათ საშუალება გაიარონ სტაჟირება საერთაშორისო ორგანიზაციის, „გრანთ თორთონის“ საქართველოს ფილიალში.
კომპანია, უკვე 100 წელზე მეტია ეხმარება დინამიურ ორგანიზაციებს საკუთარი სტრატეგიული ამბიციების განხორციელებაში და სთავაზობს მათ მარწმუნებელ, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებებს.