72489968_2813659281979970_357931175605436416_n

ლიკა ქუთელია

ასისტენტ პროფესორი

ფსიქოლოგი, ადიქციის კვლევების (ადიქტოლოგიის) მაგისტრი

აქვს დარგში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება:

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში „კლუბი სინერგია – თბილისი“ ფსიქოკონსულტანტის/ადიქტოლოგის პოზიციაზე;

დამოკიდებულების კვლევით ცენტრ – ალტერნატივა ჯორჯიაში მკვლევრის ასისტენტის პოზიციაზე.

არის ავტორი წიგნის „აზარტული თამაშები – რას გვეუბნება ადიქციის მეცნიერება“; ასევე საქართველოს ნარკოვითარების ანგარიშებისა (2016-2017 და 2018 წლების ანგარიშები) და საქართველოში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების მიმართულებით განხორციელებული სხვადასხვა კვლევის თანაავტორი.

ამჟამად მუშაოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში დაგეგმვის, კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე იკავებს მოწვეული მასწავლებლის თანამდებობას. ასევე, ჩართულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქტოლოგიის ინსტიტუტის მიერ განხორციელებულ კვლევებში.

სხვა წევრები