10689641_530419493754669_7164873828033029282_n

მარიამ დარბაიძე

აფილირებული პროფესორი

ქალბატონი მარიამი არის ალტერბრიჯის აფილირებული  პროფესორი. ის არის ბიოლოგიის დოქტორი, გრიფით ფიზიოლოგია. მან დაიცვა დისერტაცია სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრში და დისერტაციის თემა იყო: ,,მანგანუმის ქლორიდით ინტოქსიკაციის გავლენა დასწავლისა და მეხსიერების საკითხებზე”.  ქალბატონი მარიამი 2020 წლიდან არის  ალტერბრიჯის ვიცე-რექტორი. მას აქვს საგანმანათლებლო საქმიანობაში 26 წლიანი გამოცდილება. სალექციო კურსებს კითხულობს 1997 წლიდან. ის გახლავთ მსოფლიოს ნეირომორფოლოგთა კავშირის წევრი. გამოქვეყნებული აქვს სტატიები იმფაქტ ფატორიან და რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში. არის ლოკალური და საერთაშორისო პროექტების ორგანიზატორი და მენეჯრი.  მას აქვს გამოცდილება საექსპერტო საქმიანობაში (ავტორიზაცია/აკრედიტაცია). 2019 წელს ხელმძღვანელობდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს. მარიამი ასევე 2021 წლიდან არის შპს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში კანცლერის მრჩეველი. აღსანიშნავია, რომ ქალბატონი მარიამი არის საერთასორისო სამეცნიერო ჟურნალის ,,Aspendos Academy” ბორდის წევრი. დიდი ბრიტანეთი, ლონდონი. მარიამი არის ინოვაციური განათლების ცენტრის დირექტორი.  საყურადღებოა ისიც, რომ მარიამ აქვს მოხსენებები ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე. არის სამხედრო სკოლების კონოსრციუმის წევრი.DEEP.  სხვა საპატიო სიგელებთან ერთად მარიამი არის ღირსების ორდენის კავალერი. სასწავლო კურსს ,,ქცევის ბიოლოგიურ საფუძვლებს” კითხულობს 2014 წლიდან საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში.

სხვა წევრები