გიორგი გერგაული

გიორგი გერგაული

ასოცირებული პროფესორი

ბატონი გიორგი არის ასოცირებული პროფესორი. 2016 წელს დაიცვა სოციალური მეცნიერებების დოქტორის აკადემიური ხარისხი თემაზე – „მოზარდთა ანტისოციალური ქცევის სოციალურ-ფსიქოლოგიური ფაქტორები და მათი დაძლევის გზები“; არის განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი (წარჩინებით); 2022 წლიდან არის გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერისტეტის ასოცირებული პროფესორი და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, კითხულობს კურსებს: ფსიქოლოგიის საფუძვლები 1, ფსიქოლოგიის საფუძვლები 2 და სამხედრო ფსიქოლოგია; ასევე, 2018 წლიდან დღემდე მუშაობს ევროპის უნივერსიტეტში, 2021 წლიდან დღემდე – აფილირებული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე, კითხულობს კურსებს: ფსიქოლოგიის საფუძვლები 1, ფსიქოლოგიის საფუძვლები 2, სოციალური ფსიქოლოგია 1, სოციალური ფსიქოლოგია 2 და სამხედრო ფსიქოლოგია; ასევე 2016 წლიდან დღემდე ასწავლის საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, ამ ეტაპზე არის მოწვეული ლექტორი და კითხულობს კურსებს: ფსიქოლოგიის საფუძვლები 1, ფსიქოლოგიის საფუძვლები 2 და სამხედრო ფსიქოლოგია. 2016 წლიდან დღემდე ასევე არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სამმართველოს ფსიქოლოგიური შერჩევის განყოფილების უფროსი. აქვს დარგში მუშაობის 14 წელზე მეტი გამოცდილება, გამოქვეყნებული აქვს 4 სამეცნიერო ნაშრომი. ბატონ გიორგის მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა კონფერენციასა და ტრენინგში როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.

სხვა წევრები