თეა გურაშვილი

თეა გურაშვილი

აფილირებული ასოცირებული პროფესორი

ქალბატონი თეა არის ალტებრიჯის აფილირებული ასოცირებული პროფესორი. იგი მედიცინის დოქტორია. 2014 წლიდან მუშაობს კავკასიის უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, სადაც უძღვება პათოფსიქოლოგიის სასწავლო კურსს. 2001 წლიდან დღემდე დაკავებულია სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობით სხვადასხვა ინსტიტუციაში. ამჟამად ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიო-მედიცინის ცენტრის ექსპერიმენტული ნევროლოგიის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერთანამშრომელია. მისი კვლევითი საქმიანობის მთავარი თემაა ფსიქო-ნევროლოგიური დაღვევები. ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს 8 სამეცნიერო ნაშრომი და მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ტრენინგსა და კონფერენციაში. გერმანიის აკადემიური სამსახურის მიერ სხვადასხვა წლებში დაფინანსდა თეა გურაშვილი სამი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი, რომელთაგან ორი მიზნად ისახავდა ბავშვთა ფსიქოფიზიოლოგიისა და განვითარების დარღვევების შესწავლას და განხორციელდა ქ. კილის უნივერსიტეტში.

სხვა წევრები