სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
2022 წლის, 30 ივნისს, უნივერსიტეტ ალტერბრიჯს, ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესა და ახალგაზრდულ სათათბიროს შორის სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე წარმოადგენს სკოლის გარეშე სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ორგანიზაციას, რომლის მიზანია მოზარდების პოტენციალის გამოვლენა, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება, ინტერესის გაღვივება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროში.
ორგანიზაცია უზრუნველყოფს სასწავლი შემეცნებითი კონფერენციების, ინტელექტუალური თამაშების, ვიქტორინების, შემეცნებითუ პროექტების, გამოფენების შეხვედრების ტრენინგების ორგანიზებას. ორგანიზაციის დირექტორი – დავით შამათავა.
ახალგაზრდული სათათბირო წარმოადგენს ახალგაზრდების ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომელიც მოქმედებს წესდების შესაბამისად და ემსახურება ახალგაზრდობისა და სტუდენტების პრობლემების მოგვარებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით. ახალგაზრდული სათათბიროს მიზანია ახალგაზრდების ფიზიკური, გონებრივი, სულიერი განვითარების ხელშეწყობა და მათი გააქტიურება გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ორგანიზაციის დირექტორი – ილარიონ ფიფია.
სამმხირივ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმება სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებები და აქტივობები.