უნივერსიტეტ ალტერბრიჯსა და საჯარო სამსახურის ბიუროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
2022 წლის 8 აპრილს, უნივერსიტეტ ალტერბრიჯსა და საჯარო სამსახურის ბიუროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა!
მემორანდუმს ხელი მოაწერა უნივერსიტეტ ალტერბრიჯის რექტორმა – ნათია გოცაძემ და საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა – ეკატერინე ქარდავამ.
მემორანდუმის ფარგლებში:
დაგეგმილია უნივერსიტეტსა და ბიუროს შორის დამყარდეს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები, რომელიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო სივრცისა და საჯარო სექტორის დაახლოვებასა და განვითარებას;
განხორციელდება სტუდენტების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებები;
საჯარო სამსახურის ბიურო უზრუნველყოფს სტუდენტების პრაქტიკის გატარებას ბიუროში;
ალტერბრიჯის სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას ბიუროში გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ;
განხორციელდება სხვა მნიშვნელოვანი და საინტერესო ღონისძიებები.