ალტერბრიჯის ჩართულობა ორბელიანი საქართველოსა და USAID EWEMI-ს მიერ ორგანიზებულ, უკრაინელი ხალხის მხარდამჭერ, მასშტაბურ ღონისძიებაში
2022 წლის 2 აპრილს, უნივერსიტეტი ალტერბრიჯი შეუერთდა ორბელიანი საქართველოსა და USAID EWEMI მიერ ორგანიზებულ, უკრაინელი ხალხის მხარდამჭერ, მასშტაბურ ღონისძიებას.
შეხვედრის მიზანი გახლდათ მიმდინარე ომის გამო დროებით/იძულებით გადაადგილებულ უკრაინელებთან შეხვედრა და მათი დახმარება ყველა არსებული საშუალებით.
ინიციატივის ფარგლებში, ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღო 20-ზე მეტმა კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის უნივერსიტეტმა ალტერბრიჯმა.
ალტერბრიჯის მისიიდან გამომდინარე ჩვენთვის პრიორიტეტია ადამიანებში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის, პიროვნული და პროფესიული თვითრეალიზების ხელშეწყობა განათლებისა და დასაქმების გზით, სწორედ ამიტომ, უნივერსიტეტი ალტერბრიჯის ინიციატივით, საქართველოში დარჩენილ 15 უკრაინელ სტუდენტსა და აბიტურიენტს სრულად დაუფინანსდება სწავლა ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვან პროგრამაზე.
ამასგარდა, დასაქმების მსურველებს საშუალება ეძლევათ უნივერსიტეტი ალტერბრიჯის ტრენინგ ცენტში გაიარონ პიროვნული და პროფესიული განვითარების კურსი და სურვილის არსებობის შემთხვევაში მონაწილეობა მიიღონ ალტერბრიჯის დასაქმების ფორმუზე, სადაც ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები ბენეფიციარებს წარუდგენენ ვაკანსიებს და მისცემენ დასაქმების რეალურ შესაძლებლობას.