უნივერსიტეტი ალტერბრიჯი აცხადებს ესეების კონკურსს სკოლის მოსწავლეებისთვის
მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი ალტერბრიჯი აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე: „ჩემი პროფესია“
🖋 მე – ფსიქოლოგი
🖋 მე – PR მენეჯერი
🖋 მე – ბიზნესმენი
💡 პროფესიის არჩევა და კარიერის დაგეგმვა XXI საუკუნის მთავარი გამოწვევაა, ხშირ შემთხვევაში აბიტურიენტები არასწორად ირჩევენ პროფესიას, რაც შემდგომ ნათლად აისახება მათ კარიერულ განვითარებასა და წარმატებაზე.
💡 აღნიშნული პრობლემის გათვალისწინებით, უნივერსიტეტი ალტერბრიჯი აქტიურად ატარებს სხვადასხვა სახის ღონისძიებას, რათა დაეხმაროს მოსწავლეებს მომავლის დაგეგმვასა და პროფორიენტაციაში.
უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი“ საშუალებას აძლევს საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებს, რომლებიც გეგმავენ სწავლის დაწყებას ფსიქოლოგიის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით, დაწერონ თავისუფალი თემა, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათი კარიერული განვითარება და რა როლს ასრულებს პროფესიული ორიენტაცია მათ წარმატებაში.
კომპეტენტური ჟიური გამოავლენს კონკურსში მონაწილე ესეების ავტორებიდან 10 საუკეთესოს.
ნაშრომი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
◾️ დავალების პირობის ადეკვატური გაგება და გააზრება
◽️ ნაშრომის აგება
◾️ მსჯელობის დასაბუთება
◽️ დამოუკიდებელი აზროვნება
ამასთან, მონაწილეებს შორის გამოვლინდება პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გამარჯვებული, რომელთაც გადაეცემათ ჯილდო:
🥇 I ადგილი – HP ნოუთბუქი
🥈 II ადგილი ERASMUS+ საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა
🥉 III ადგილი უნივერსიტეტი ალტერბრიჯის ტრენინგ კურსის 500 ლარიანი ვაუჩერი
ასევე, მონაწილეებს გადაეცემათ კონკურსში მონაწილეობის სიგელები.
⚠️ კონკურსში მონაწილეობის ვადები: 1 ნოემბრიდან – 9 დეკემბრის ჩათვლით.
⚠️ საკონკურსო ნამუშევრები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე: universityalterbridge@gmail.com
⚠️ ესეს თან უნდა ერთვოდეს თავფურცელი, სადაც მითითებული იქნება კონკურსანტის პირადი ინფორმაცია (სახელი, გვარი, სკოლა, კლასი, ტელეფონის ნომერი, მეილი)
ტექნიკური სახის მოთხოვნები:
▪️ ენა: ქართული;
▪️ დოკუმენტის ტიპი: PDF;
▪️ ფონტი: Sylfaen;
▪️ შრიფტის ზომა: 12;
▪️ ესეს მოცულობა: 2-4 გვერდი
⚠️ დაინტერესებული პირები დარეგისტრირდით: https://bit.ly/3h1DuI8
☎️ საკონტაქტო: 591 233 400