ალტერბრიჯის მხარდაჭერა HARDWARE StartUP ინკუბატორის კონკურსის მონაწილეებს
2022 წლის 31 ოქტომბერს, თბილისის ტექნოპარკში HARDWARE StartUP ინკუბატორის კონკურსის ფარგლებში, ჩატარდა დასკვნითი ფინალური ეტაპი, რომელშიც მონაწილეობდა 45 გუნდიდან შერჩეული 21 ფინალისტი გუნდი. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით ტექნოპარკების ქსელში პროექტი – HARDWARE StartUP ინკუბატორი 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პროექტის დასკვნით ეტაპზე გაიმართა შექმნილი Hardware პროტოტიპების გამოფენა და გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი:
I ადგილი 10 000 ₾ გრანტი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან – Dvalder – ღვინის საცალო გაყიდვების და პრომოუშენის აპარატი
II ადგილი – 6000₾ – გრანტი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან – Robotech -რობოტი თამადა და სხვა სმარტ რობოტები
III ადგილი – 4000₾ – გრანტი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან – Green Wall – ვერტიკალური ჰიდროფონიკული სასათბურე სისტემა, ინფივიდუალური მოხმარებისთვის
უნივერსიტეტმა ალტერბრიჯმა, თავისი რჩეული გუნდი დაასაჩუქრა ალტერბრიჯის სასწავლო გრანტით და ტრენინგ ცენტრის ვაუჩერით. ღონისძიებაზე უნივერსიტეტ ალტერბრიჯის მხრიდან წარმოდგენილი იყო ქალბატონი მაკო ჯაოშვილი – ალტერბრიჯის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი. ალტერბრიჯი წარმატებებს უსურვებს ახალგაზრდებს.